ნაშრომში, შეძლებისდაგვარად, სქემატურადაა გადმოცემული იუნგის მიერ ასტროლოგიასთან დაკავშირებით გამოთქმული მოსაზრებები, ასევე განხილულია იუნგის არქეტიპებისა და ფსიქოლოგიური ტიპების შესაძლო ასტროლოგიური წარმომავლობა.
წიგნი მიზნად ისახავს, ერთი მხრივ, იუნგის ფსიქოლოგიის დახმარებით ასტროლოგია უფრო სიღრმისეულად იქნეს გაგებული, მეორე მხრივ კი, ასტროლოგიის საშუალებით თავად იუნგის ფსიქოლოგიის საფუძვლების შესახებ შეექმნას მკითხველს გარკვეული წარმოდგენა.
წიგნი, უპირველესად, განკუთვნილია ასტროლოგიის მოყვარულთა და იუნგის ფსიქოლოგიით დაინტერესებული მკითხველისათვის.