მიწოდების ფასი რეგიონში (ფოსტამდე), 0 კგ-დან 3.5 კგ-მდე 7 ლარი.
გაზიარება :
წიგნის ანოტაცია
წიგნი – „ფსიქოლოგიის ისტორია“ – მოიცავს ფსიქოლოგიური აზრის განვითარების ძირითადი ტენდენციების ანალიზს, მისია ადრეული ფორმებიდან დღევანდლამდე. ის, რომ ფსიქოლოგიის ისტორიის ცოდნა აუცილებელია ყველასთვის, ვინც ეუფლება ფსიქოლოგიის სპეციალობას, უდავოა. ფსიქოლოგიის ისტორიის მონაცამები სასარგებლოა ფსიქოლოგიის სპეციალისტებისთვისაც და მომიჯნავე მეცნიერებათა წარმომადგენლებისთვისაც, რამდენადაც ფსიქოლოგია უნიკალურია თავისი დისციპლინათაშორისი კავშირების სიმრავლის თვალსაზრისით.
ფსიქოლოგიის ისტორია არ არის მხოლოდ წარსულის გახსენება და მისთვის პატივის მიგება, ის დღევანდელობის შეფასებისა და მომავლის განჭვრეტის საფუძველია. ამჟამად ფსიქოლოგია ჩვენს ქვეყანაში რთულ მდგომაროებაში იმყოფება და მისი განვითარების პერსპექტივებიც ბუნდოვანია. იმედია, ეს წიგნი ყველას შეახსენებს, რომ ქართულ ფსიქოლოგიას სათანადო ადგილი უჭირავს ფსიქოლოგიური მეცნიერების რუქაზე და შეუძლია თავისი სიტყვა თქვას როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ამოცანების გადაჭრის საქმეში.