კაფკას მეგობარმა, მაქს ბროდმა მწერლის ანდერძი არ შეასრულა („უსაყვარლესო მაქს, ყველაფერი… დაწვი სრულად და წაუკითხავად“), ბევრი იღვაწა, რომ მისი დანატოვარი ყოველი სტრიქონი გამოექვეყნებინა და კაცობრიობას მარადიული საჩუქარი უძღვნა: სიცოცხლეში კაფკას მხოლოდ მკითხველთა ვიწრო წრე იცნობდა, საუკუნის შემდეგ კი მისი შემოქმედების შესახებ ლიტერატურული, ფილოსოფიური, ფსიქოლოგიური, სოციოლოგიური თუ ლინგვისტური კვლევები კვლავაც არ წყდება.