ცნობილი ამერიკელი ფსიქოლოგი, მეცნიერებათა დოქტორი მეგ ჯერი იკვლევს ახალგაზრდა ადამიანების განვითარებას ოციდან ოცდაათ წლამდე ასაკში. ბერკლის უნივერსიტეტში იგი მუშაობდა ერთ-ერთ ყველაზე ხანგრძლივ კვლევაზე იმის შესახებ, ზრდისა და განვითარების როგორ სტადიებს განიცდის ქალის ორგანიზმი. მისი კვლევა ქალების,დეპრესიისა და გენდერული განსხვავების შესახებ ჩატარდა ფსიქიკური ჯანმრთელობის ნაციონალური ინსტიტუტის დაკვეთით. ამ მკვლევამ დიდი აღიარება მოიპოვა არა მარტო ამერიკაში, არამედ მთელ მსოფლიოში.