წიგნის ანოტაცია
წიგნში განხილულია თუ რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს წარსულ გამოცდილებას ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე, რადგან ყოველი ქმედება პირდაპირ თუ ირიბად აისახება და ილექება არაცნობიერში, რაც შემდეგში თავს იჩენს ამა თუ იმ გადაწყვეტილების განხორციელების დროს.
კულტურისა თუ სხვა გარემოების მიერ დათრგუნული ლიბიდო არაერთი კომპლექსის წყაროდ გვევლინება. სანამ მოზარდის ორგანიზმში სექსუალური სურვილები აქტუალიზირდება, იქამდე გოგონასა თუ ვაჟის ცნობიერში ჩნდება და ხშირად განმსაზღვრელიც კი ხდება ოჯახისა და კულტურის მიერ შემუშავებული წარმოდგენები სექსუალობისა და სექსისადმი, რაც ამ უკანასკნელის დათრგუნვასა და ტაბუირებას განაპირობებს.
ოჯახი, რომელიც პირველი აქტორია სექსუალობისგან დაცლილი სიყვარულისა, მომავალში ხდება იმის განმსაზღვრელი თუ ვინ შეიძლება იყოს ჩვენი პარტნიორი, მეუღლე ან ქმარი... გოგონები, რომლებსაც ძლიერი სიყვარული აკავშირებს ძმებისადმი/მამებისადმი ირჩევენ პარტნიორად თუ ქმრად ძმის/მამის პროტოტიპებს, ხოლო ვაჟები – დედის/დის.
ავტორი წიგნში გვიხსნის, თუ რამდენადაა შესაძლებელი ბედნიერი ქორწინების განხორციელება, რომელიც ოჯახის წევრის პროტოტიპის ძიების შედეგით სრულდება და რა გზით უნდა ავირიდოთ ეს შედეგი.