მიწოდების ფასი რეგიონში (ფოსტამდე), 0 კგ-დან 3.5 კგ-მდე 7 ლარი.
გაზიარება :
წიგნის ანოტაცია
წიგნში მოცემული და განხილულია უცნობი ევროპული წყაროები და უნიკალური საარქივო მასალები დავით აღმაშენებლისა და თამარ მეფის შესახებ. ჯვაროსანი რაინდების, ქრისტიანი მისიონერების, რომის პაპების, ვენეციის დოჟების თუ მუსლიმი სულთნების ამ საოცარ სამყაროში ცენტრალური ადგილი სწორედ ქართველთა მეფეებს უჭირავთ. რა აკავშირებდა ქრისტეფორე კოლუმბს საქართველოს მეფეებთან? რატომ იქცა დავით აღმაშენებელი დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების ინსპირატორად? რატომ მიაჩნდათ შუა საუკუნეების ქრისტიანულ სამყაროში „ოქროს ხანის“ საქართველო პოლიტიკურ იდეალად? კითხვები თითქოს პროვოკაციულადაა დასმული და სამეცნიერო აუდიტორიაზე არაა გათვლილი, მაგრამ ასეულობით წყაროს კრიტიკული განხილვა წიგნში ქმნის მტკიცებულებათა ურღვევ ჯაჭვს, რომელიც დამაჯერებლად ასაბუთებს აქამდე წარმოუდგენელ შეხედულებებს და გვიჩვენებს ქართული კულტურის ისტორიულ ნიშას დასავლური სამყაროს ისტორიაში.