მიწოდების ფასი რეგიონში (ფოსტამდე), 0 კგ-დან 3.5 კგ-მდე 7 ლარი.
გაზიარება :
წიგნის ანოტაცია
ცნობილი ქრისტიანი სწავლული, ექიმი და ფსიქოლოგი კონსტანტინე ზორინი კარგად არის ნაცნობი ქართველი მკითხველისთვის წიგნით: „გნებავსა რაითა გაინიკურნო?!“
ეს ნაშრომი რამდენჯერმე გამოიცა ქართულ ენაზე.
ავტორი დამაჯერებელად, სამეცნიერო ცოდნასა და ეკლესიური ცხოვრების გამოცდილებაზე დაყრდნობით მნიშვნელოვან მოსაზრებებს გამოთქვამს ფსიქო-სომატური დაავადებებისა და სულიერი ცხოვრების ურთიერთმიმართებასთან დკაავშირებით.
ამჯერად გამომცემლობა „ალილო“ გთავაზობთ კონსტანტინე ზორინის ახალ წიგნს „გენები და შვიდი მომაკვდინებლი ცოდვა“.
ამ წიგნში განსაკუთრებით საინტერესოდ არის წარმოდგენილი მემკვიდრეობის, გენეტიკის და ადამიანის პირადი ნების გავლენა როგორც მის ყოველდღიურ ცხოვრებაზე, ასევე _ სულიერ განვითარებაზე.