დიმიტრი უჩანეიშვილი

მთარგმნელ / რედაქტორი

დიმიტრი უჩანეიშვილი (1969) – დრამატურგი, მთარგმნელი, მწერალი. მისი ლიტერატურული დებიუტი შედგა 2007 წელს მოთხრობებით „ქრონიკა“ და “გოდო“, რომლებიც „ჩვენი მწერლობის“ მეექვსე ნომერში გამოქვეყნდა; კიდევ რამდენიმე მოთხრობას მოყვა პიესა „ველბის ცხოვრება“, რომელიც 2011 წელს დაიბეჭდა ჟურნალში „ჩვენი მწერლობა“ და კრიტიკოსთა მოწონება დაიმსახურა; არანაკლები მოწონება ხვდა წილად მის პიესას „არჩი და ქეთ“; გამოქვეყნებული აქვს ორი რომანი – ცნობიერების ნაკადის ხერხის გამოყენებით შექმნილი „In Homo“ (2012) და დისტოპია – „კოშკი” (2013), ასევე უილიამ გოლდინგის მის მიერ თარგმნილი რომანი „შპილი“ (2013). სხვადასხვა დროს მოთხრობები და პიესები გამოქვეყნებულია ჟურნალებში „ჩვენი მწერლობა“ და „ლიტერატურული პალიტრა“; მისი პიესები და მოთხრობები თარგმნილია რუსულ და ინგლისურ ენებზე; 2016 წელს რუსულ ენაზე ცალკე წიგნად გამოიცა რომანი „In Homo“; პიესა „არჩი და ქეთ“ გახდა Badenweiler-ის 2016 წლის საერთაშორისო დრამატურგიული კონკურსის ვერცხლის პრიზიორი; ესსეები ქვეყნდება ბლოგზე; ესეისტი.

თარგმნილი წიგნები
დანახული რეალური სამყაროდან
დასავლური ფილოსოფიის ისტორია (თანამედროვე ფილოსოფია)
საუბრები აზროვნებაზე
პროპაგანდა
თეოსოფიის გასაღები
თეოსოფია
კარმა
ლექციები ანტიკურ ფილოსოფიაში
უსაფუძვლობის აპოთეოზი
ფსიქოანალიზის შესავალი
ერების ფსიქოლოგია
ცნობიერება და ცივილიზაცია
რაციონალურობის კლასიკური და არაკლასიკური იდეალები
ეგო და Id
შიში და თრთოლვა
ქალთა დაქვემდებარება
ტრაქტატი ადამიანური შემეცნების პრინციპების შესახებ
რელიგიის ბუნებრივი ისტორია
ფილოსოფია Ι ხელოვნება (ჯიბის წიგნი)
ყოფიერება, თავისუფლება, ღმერთი (ჯიბის წიგნი)
რატომ არ ვარ ქრისტიანი (ჯიბის წიგნი)
რედაქტირებული წიგნები
დანახული რეალური სამყაროდან
მასების ფსიქოლოგია და ეგოს ანალიზი
უკმაყოფილება კულტურით
მასების ფსიქოლოგია
სამი ნარკვევი სექსუალობის თეორიიდან
უკმაყოფილება კულტურით
მოსე და მონოთეიზმი
ყოველდღიური ცხოვრების ფსიქოპათოლოგია
სატანჯველის სახარება
Scroll to Top