სქესთა შორის ურთიერთობები

ავტორი: ალფრედ ადლერი

13 

გამომცემლობა: პეგა
გამომცემელი: თამაზ თურმანიძე
მთარგმნელი:
რედაქტორი:
დიზაინერი:
კორექტორი:

გაზიარება:

Facebook
Instagram
კარტეგორია: ფსიქოლოგია
ISBN: 9789941078811
ფორმატი: 14.5X20.5
ენა: ქართული
წელი: 2015
ყდა: რბილი
გვერდები: 194

მიწოდება:

რეგიონი 9 ლარი.
მიწოდება – 3-4 სამუშაო დღე.

თბილისი/რუსთავი 5 ლარი.
მიწოდება – შემდეგი სამუშაო დღე.

შეკვეთების გაფორმება –
14:00-მდე, შაბათს 12:00-მდე.

წიგნის ანოტაცია

დიდი ავსტრიელი ფსიქოლოგის და ფსიქიატრის ალფრედ ადლერის ამ შესანიშნავ წიგნში გადმოცემულია მის მიერ შექმნილი სექსუალობის თეორია, რომელშიც მკვეთრად დაუპირისპირდა ზიგმუნდ ფროიდის შეხედულებებს. იმ დროს, როცა ფროიდი თვლიდა, რომ პიროვნების განვითარებას განაპირობებს, უპირველეს ყოვლისა, ინდივიდუუმის სექსუალური მისწრაფებები, ადლერი, პირიქით, ამტკიცებდა, რომ თავად პიროვნება მთელი მისი მრავალფეროვნებით, ინდივიდუუმის ცხოვრების ნირი განსაზღვრავს სექსუალური მისწრაფებების ხასიათს.

წიგნი შედგება ორი ნაწილისგან, რომლებშიც ოთხი თავი შედის. პირველი თავი ხსნის ადლერის შეხედულებებს „ქალურ საკითხზე“, რომელთა მიხედვითაც ცხადია, რომ ის სქესთა თანასწორობის მომხრეა. მეორე თავში გაკრიტიკებულია სქესთა შორის ურთიერთობების ფროიდისეული თეორია. მეორე ნაწილის მესამე თავში განხილულია მამაკაცებს და ქალებს შორის სექსუალური ურთიერთობები ფსიქოლოგიურ ასპექტში, სქესობრივი აღზრდისა და სქესობრივი მომწიფების საკითხები. ამავე ნაწილის მეოთხე თავში გამოკვლეულია სიყვარულისა და ქორწინების პრობლემები, მათ შორის ყოველგვარი გართულებების მიზეზები, გამოვლენილია სიყვარულისა და ქორწინებისთვის მომზადების პერიოდში წარმოქმნილი მამოძრავებელი ძალები.

წიგნი განკუთვნილია ფსიქოლოგების, ფსიქიატრების, სტუდენტების და სქესთა შორის ურთიერთობებით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრისათვის.

Scroll to Top