საკუთარ რწმენას მინდობა

ერთ-ერთი თავი ჯოვანი პიკო დელა მირანდოლას წიგნიდან „სიტყვა ადამიანის ღირსების შესახებ“.

მე არასდროს მიფილოსოფოსია რაიმეზე, გარდა იმისა, რომ ამას მხოლოდ ფილოსოფიის გულისთვის ვაკეთებდი, და არც არასდროს მქონია იმის სურვილი და იმედი, რომ ჩემი სწავლითა და დაუღალავი ძიებით რაიმე სარგებელი ან ნაყოფი მენახა, გონების განვითარებისა და ჭეშმარიტების შემეცნების გარდა, რასაც მე, რაც დრო გადის, სულ უფრო და უფრო მეტად ვაფასებ.

მე ისე ვიყავი ამ ცოდნას მოწყურებული და მისით გატაცებული, რომ გვერდზე ყველა კერძო და საზოგადოებრივი საზრუნავი გადავდე და მთლიანად აზროვნებაში გადავეშვი; ამიტომ ეჭვით შეპყრობილი ადამიანების ვერანაირი ცილისწამება თუ სიბრძნის მოძულეთა თავდასხმები ვერ მაიძულებს, ამ საქმეს თავი ვანებო.

 ფილოსოფიამ მასწავლა, რომ საკუთარ რწმენას მივენდო და არა სხვათა მოსაზრებებს, და ნაკლებად მაწუხებდეს, თუ რას ფიქრობენ სხვები ჩემზე, არამედ არის თუ არა ბოროტება ის, რასაც მე ვამბობ ან ვაკეთებ.

Scroll to Top