წინამდებარე კვლავ გადამუშავებული ტექსტი მთარგმნელმა გარდაცვალებამდე რამდენიმე ხნით ადრე გადმოგვცა.
დამატებულია ახლადაღმოჩენილი დაფა, რომელიც შეიცავს ნინევიური ვერსიის მე-5 დაფისგან არსებითად განსხვავებულ მასალას. გაზრდილია კომენტარების მოცულობაც. დამატების სახით ამ გამოცემაში ქვეყნდება გილგამეშის ციკლის შუმერული ბალადების თარგმანები,რომელთა მოტივები გადააზრებული სახით გამოყენებული აქვს აქადური (აშურულ-ბაბილონური) ეპოსის ავტორს.