ანარქისტული ესეები #1
24 ₾
მიწოდება: რეგიონი 9 ლარი.
მიწოდება – 3-4 სამუშაო დღე.
თბილისი – 6 ლარი. მიწოდება – შემდეგი სამუშაო დღე.
შეკვეთების გაფორმება –
14:00-მდე, შაბათს 12:00-მდე.
უფასო მიწოდება გულისხმობს უფასო მიწოდებას თბილისში,
რეგიონებში კი 4 ლარად მიწოდებას ნაცვლად 9 ლარისა.
წიგნის ანოტაცია
ჩვენ ყოველდღიურად ვიღვიძებთ სამსახურში წასასვლელად, ვიღებთ მითითებებს მენეჯერისგან. სამსახურში ყოფნისას ვითვლით წუთებს სახლში წასვლამდე, ვითვლით დღეებს შაბათ-კვირამდე, ვითვლით კვირებს მომავალ დღესასწაულამდე, რომ იქნებ გვეღირსოს ნამდვილი ცხოვრება. ან უარესი, ჩვენ ვერ ვპოულობთ სამსახურს, ამიტომ გვიწევს საარსებო შემწეობის იმედად ყოფნა. ჩვენ ვღელავთ გადასახადების გადახდაზე და მაინც, თვის ბოლოს ანგარიშზე ბალანსი წინა თვის ანალოგიურია. ჩვენ გვაინტერესებს, შევძლებთ თუ არა რაიმეს დაგეგმვას, რომ ერთ დღეს შევქმნათ ოჯახი, იქნებ კიდევ ერთი წლით გადავდოთ. ჩვენ ვბრაზდებით მიმდინარე ომებზე, იმ გადაწყვეტილებებზე, რომლებსაც მთავრობები იღებენ და ჩვენ კვლავ გვაიგნორებენ. ჩვენ ვუყურებთ უახლეს ამბებს კლიმატის ცვლილების შესახებ და გვაინტერესებს, აქვთ თუ არა მომავალი ჩვენს შვილებს.
ყოველდღე უბრალო ხალხი იბრძვის ამ ყველაფრის წინააღმდეგ. ადამიანები ორგანიზდებიან, იფიცებიან და ჯანყდებიან, იცავენ ადამიანის საჭიროებებს არაადამიანურ სამყაროში. ეს პერიოდიკა მათთვისაა. შენთვის. ჩვენთვის. მათთვის, „ვისაც არაფერი გვაქვს გასაყიდი, გარდა ჩვენი სამუშაო ძალისა და არაფერი დასაკარგი, გარდა ჩვენი ბორკილებისა“. როდესაც ჩვენ ვიბრძვით ჩვენი საერთო ინტერესებისთვის, ჩვენ განსხვავებულ სამყაროს გამოვხატავთ, სამყაროს, რომელიც დაფუძნებულია პრინციპზე „თითოეულისგან შესაძლებლობების მიხედვით, თითოეულს საჭიროებების მიხედვით“. ესაა თავისუფლებისა და თანასწორობის სამყარო – ანარქია.
გამოცემა აერთიანებს შემდეგ ტექსტებს, 1. დევიდ გრებერი, დევიდ უენგროუ – „როგორ შევცვალოთ კაცობრიობის ისტორიის კურსი“, 2. დენის ფოქსი – „ანარქიზმი და ფსიქოლოგია“, 3. ზო ბეიკერი – „ადამიანის ბუნებაზე“. 4. პეტრე კროპოტკინი – „ომი!“ 5. კომანდო გოგელიას წერილები თამარა ფალავანდიშვილის მისამართით, 6. მახნოს მოკლე ბიოგრაფია შედგენილი პოლ ავრიჩის მიერ.
წიგნს ასევე ერთვის შესავალი ძირითად საკითხებსა და ცნებებში – „კაპიტალიზმი“, „კლასი“, „სახელმწიფო“, „შრომა“, „პროფკავშირები“, „პირდაპირი მოქმედება“, „ბუნებრივი გარემო“, „ალტერნატივა – ანარქია“.










