წიგნში ”იაპონური მითები“ მკითხველი იაპონიის მომნუსხველ სამყაროსა და მის მდიდარ ტრადიციებს გაეცნობა, შეხვდება იაპონელი ერის მფარველ ომის ძლევამოსილ ღვთაება ჰაჩიმანს; დატკბება ქარის ღვთაება ფუჯინის პერსონაჟით, რომელსაც საზარელ დემონად გამოსახავდნენ, რომლის მხრებზე მოგდებული ქარის ტომარა სამყაროს საშინელ ქარიშხალში ხვევდა; გაიცნობს ფუჯინის ძმას, ჭექა-ქუხილის ღვთაება რაიჯინსაც. აღმოაჩენს იაპონურ მითოლოგიაში ძენ-ბუდიზმის გაღმერთებულ ბერ ჰოტეის, იმავე მოცინარ ბუდას, ბუდიზმის ერთ-ერთ ცნობილ სიმბოლოს.