ყველა ადამიანისთვისაა დამახასიათებელი მღელვარება – ჩვენ ვღელავთ ჩვენს ახლობლებზე, ჩვენს სამუშაოზე, ჩვენს გარეგნობაზე, ჩვენს შესახებ გარშემომყოფთა შეხედულებაზე, ფულზე, ჯანმრთლობაზე და კიდევ ბევრ რამეზე. ყველაზე ხშირად ჩვენი განცდები ხანმოკლეა და ჩვენი მხრიდან განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე გაივლის ხოლმე. მაგრამ ჩვენს შიგნით ჩამჯდარი შიში გვაცლის ენერგიას, სიცოცხლის ხალისს, ოპტიმიზმს და შეუძლია მიგვიყვანოს ფიზიკურ და მორალურ გამოფიტვამდე. რასაკვირველია, ჩვენ არ შეგვიძლია სრულად დავაღწიოთ თავი მღელვარებას და სტრესს, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია მინიმუმამდე დავიყვანოთ მათი ნეგატიური ეფექტი, რაც ჩვენს ცხოვრებას მშვიდს და სიხარულით აღსავსეს გახდის.
დეილ კარნეგის ფასდაუდებელი რჩევები დაგეხმარებათ: სტრესის დამარცხებაში, წვრილმანების გამო მღელვარების ჩვევისაგან თავის დაღწევაში, ნებისმიერ სიტუაციაში პოზიტიური შეხედულების შენარჩუნებაში.
შესაძლოა ამ წიგნმა ახალი ჭეშმარიტებები არ გაგიხსნათ, მაგრამ გაჩუქებთ სიმშვიდეს და საკუთარ თავში რწმენას, გასწავლით სიხარულის შეგრძნებას პრობლემების მიუხედავად.