ძალაუფლების 48 კანონი
40 ₾
გაზიარება:
მიწოდება:
რეგიონი 9 ლარი.
მიწოდება – 3-4 სამუშაო დღე.
თბილისი/რუსთავი 5 ლარი.
მიწოდება – შემდეგი სამუშაო დღე.
შეკვეთების გაფორმება –
14:00-მდე, შაბათს 12:00-მდე.
წიგნის ანოტაცია
მორალის უგულებელყოფით, მზაკვრულობით, დაუნდობლობითა და დამრიგებლური შინაარსით გამორჩეული ეს დამაინტრიგებელი ნაშრომი ძალაუფლების სამიათასწლიან ისტორიას მკაფიოდ ჩამოყალიბებული ორმოცდარვა კანონის სახით გვთავაზობს.
დიზაინითაც და შინაარსითაც მიმზიდველი ეს თამამი წიგნი გადმოგვცემს ძალაუფლების კანონების დაუნდობელ არსს, აერთიანებს მაკიაველის, სუნ ძის, კარლ ფონ კლაუზევიცისა და სხვა დიდი მოაზროვნეების მოსაზრებებს. ზოგიერთი კანონი შეგვახსენებს წინდახედულობისა და სიფრთხილის აუცილებლობას („არასოდეს დაჩრდილოთ თქვენი ზემდგომი“), ზოგიერთი მოითხოვს საიდუმლოს დაცვას („დამალეთ თქვენი ზრახვები“), ზოგიერთი კი მოგვიწოდებს, დავივიწყოთ შებრალება და გულმოწყალება („მტერი ბოლომდე გაანადგურეთ“).
მოგწონთ თუ არა, ცხოვრებაში ყველა კანონი გამოიყენება. ამის დასტურია ავტორის მიერ მაგალითებად მოყვანილი ფაქტები დედოფალ ელიზაბეთ I-ის, ჰენრი კისინჯერის, პ. ტ. ბარნუმისა და სხვა გამოჩენილი ადამიანების ცხოვრებიდან, რომლებიც ან ფლობდნენ ძალაუფლებას, ან მისი მსხვერპლნი აღმოჩნდნენ.
