კოქტეილის წვეულება

ავტორი: ტ. ს. ელიოტი

19 

ავტორი: ტ. ს. ელიოტი
გამომცემლობა: ინტელექტი
გამომცემელი:
მთარგმნელი: მედეა ზაალიშვილი
რედაქტორი:
დიზაინერი:
კორექტორი:
ითარგმნა: ინგლისური ენიდან
კარტეგორია: მხატვრული
ISBN: 9789941319150
ფორმატი: 14.5X20.0
წელი: 2026
ყდა: რბილი
გვერდები: 208

გაზიარება:

Facebook
Instagram

მიწოდება:

რეგიონი 9 ლარი.
მიწოდება – 3-4 სამუშაო დღე.

თბილისი – 6 ლარი.
მიწოდება – შემდეგი სამუშაო დღე.

შეკვეთების გაფორმება –
14:00-მდე, შაბათს 12:00-მდე.

უფასო მიწოდება გულისხმობს უფასო მიწოდებას თბილისში,
რეგიონებში კი 4 ლარად მიწოდებას ნაცვლად 9 ლარისა.

წიგნის ანოტაცია

ტ. ს. ელიოტის „კოქტეილის წვეულება“ 1948 წელს დაიწერა, 1949 წელს ედინბურგის ფესტივალზე დაიდგა და 1950 წელს გამოქვეყნდა. პიესა მე-20 საუკუნის დრამატურგიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნიმუშს წარმოადგენს, სადაც სალონური კომედიის მსუბუქი და თითქოს შემთხვევითი ფორმა თანდათანობით ღრმა სულიერ და ფილოსოფიურ კვლევად გარდაიქმნება.

„კოქტეილის წვეულება“ იმ პერიოდში დაიწერა, როდესაც ელიოტის მიზანი პოეტური დრამის აღდგენა და კულტურულ სივრცეში ქრისტიანული აზროვნების დაბრუნება იყო. 1949 წელს წაკითხულ ლექციაში ტ. ს. ელიოტმა დაადასტურა, რომ პიესის ცენტრალური სიუჟეტური მოტივი – ქალი, რომელიც ქმრის გადასარჩენად სიკვდილს თანხმდება, – ევრიპიდეს ტრაგედიას, „ალკესტისს“, ეფუძნება.

ელიოტის ინტელექტუალური სამყაროსთვის დამახასიათებელია ანტიკური და ქრისტიანული ტრადიციების შერწყმა, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ პიესა ორი გზის დაპირისპირების იდეაზეა აგებული. ერთი მხრივ, არის ჩვეულებრივი გზა, რომელსაც პერსონაჟთა ნაწილი მიჰყვება – ცხოვრების გაგრძელება, კომპრომისი, მოვალეობები, ოჯახის გადარჩენა, მეორე მხრივ კი, არის მოწამებრივი გზა – მძიმე და ტრაგიკული. პიესაში იკითხება პლატონის „ნადიმის“, დანტეს „ღვთაებრივი კომედიის“, სარტრის „ეგზისტენციალიზმისა“ და განსაკუთრებით, ჰერაკლიტეს იდეების კვალი. ჰერაკლიტეს აზრი უწყვეტ ცვლილებაზე, ადამიანის თვითგაუცხოებასა და „ლოგოსის“ გაუგებრობაზე აისახება პერსონაჟთა მდგომარეობაში: ისინი უუცხოვდებიან საკუთარ თავს, ერთმანეთს და ამ გაუცხოებისგან თავის დაღწევის შესაძლებლობებს ეძებენ.

ავტორის წიგნები

Scroll to Top