კომპლექტი: Ecce homo / კერპების მწუხრი / ტრაგედიის დაბადება / სიკეთისა და ბოროტების მიღმა
136 ₾ Original price was: 136 ₾.98 ₾Current price is: 98 ₾.
გაზიარება:
მიწოდება: რეგიონი 9 ლარი.
მიწოდება – 3-4 სამუშაო დღე.
თბილისი – 6 ლარი. მიწოდება – შემდეგი სამუშაო დღე.
შეკვეთების გაფორმება –
14:00-მდე, შაბათს 12:00-მდე.
უფასო მიწოდება გულისხმობს უფასო მიწოდებას თბილისში,
რეგიონებში კი 4 ლარად მიწოდებას ნაცვლად 9 ლარისა.
წიგნის ანოტაცია
Ecce homo. როგორ ხდება ადამიანი ის, რაც ის არის
Ecce homo-ს უნიკალური ადგილი უჭირავს ნიცშეს ნაწარმოებებს შორის: მასში გერმანელი ფილოსოფოსი საკუთარ თავზე და შემოქმედებაზე საუბრობს. ნაწარმოები ნიცშეს ცნობიერი ცხოვრების უკანასკნელ წელს (1888) დაიწერა და ის ფილოსოფიური თვითინტერპრეტაციის უაღრესად საინტერესო ნიმუშს წარმოადგენს. Ecce homo, ფაქტობრივად, ფილოსოფიური პასპორტია, ხოლო მისი ავტორი – ფილოსოფიური აზროვნების სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და, ამავდროულად, საიდუმლოებით მოცული მოქალაქე.
კერპების მწუხრი, ანუ როგორ ფილოსოფოსობენ ჩაქუჩით
„ეს თხზულება ჩემი ფილოსოფიის შემოკლებული ვერსიაა: თვით დანაშაულამდე რადიკალური“, – ასე ახასიათებდა ერთ-ერთ წერილში ნიცშე „კერპების მწუხრს“.
ამ ნაწარმოებში გერმანელი ფილოსოფოსი მთელ თავის სტილისტიკურ არსენალს იყენებს: აქ ვხვდებით ეპიგრამებს, სენტენციებს, აფორიზმებს, ესეებს, ავტობიოგრაფიულ პასაჟებს, ფილოსოფიურ-კულტუროლოგიურ ანალიზს…
„კერპების მწუხრის“ სტრუქტურა, შესაძლოა ლაბირინთს შევადაროთ. აქ, რა თქმა უნდა, არის შესასვლელი, მაგრამ შესვლისთანავე ანუ კითხვის დაწყების შემდეგ მკითხველი უკვე ახალ გზაგასაყარზე დგას. ავტორს მიხვეულ-მოხვეული გზებით მივყავართ და ცოტა ხანში აღმოვაჩენთ, რომ ისევ ლაბირინთის შესასვლელთან დავბრუნდით. გარკვეული პერიოდის შემდეგ მკითხველმა შესაძლოა, ლაბირინთის შუაგულში ამოყოს თავი, საიდანაც უკვე სრულიად გაურკვეველია, თუ სად არის ბოლო და სად – დასაწყისი. ამ დაბნეულობის ეფექტს ნიცშე სტილის სწრაფი მონაცვლეობითა და მკვეთრი განცხადებებით ახდენს. ნიცშე ცდილობს, განუწყვეტლივ გადაანაცვლოს პერსპექტივები და ამით მოცემული საკითხი უფრო ფართო ჭრილში განიხილოს. იგი არ ერიდება ალტერნატიული გზების ძიებას, იმის ეჭვქვეშ დაყენებას, რაც ცოტა ხნის წინ თავად თქვა. მას მიაჩნია, რომ მხოლოდ ასეთი მეთოდითაა შესაძლებელი „გაქვავებული“ ჭეშმარიტებების თავიდან აცილება და საკითხის მრავალგანზომილებიან ჭრილში გააზრება. ყოველივე ეს „კერპების მწუხრს“ აქცევს უაღრესად საიტერესო ფილოსოფიურ ნაშრომად, რომელსაც ფილოსოფიით დაინტერესებული მკითხველი აუცილებლად უნდა გაეცნოს.
ტრაგედიის დაბადება მუსიკის სულიდან
წიგნი თემატურად ეძღვნება ძველი ბერძნული ტრაგედიის პრობლემატიკის განხილვას. მაგრამ ეს არის არა მხოლოდ კლასიკური ფილოლოგიის ახალგაზრდა პროფესორის ნაშრომი, არამედ ფართო ფილოსოფიური, კულტურული და ესთეტიკური კვლევა, რომელიც მოიაზრებს არა მხოლოდ ძველი ბერძნული, არამედ თანამედროვე ევროპული საზოგადოების მსოფლმხედველობით პარადიგმებს. ამასთან, ნიცშე განიხილავს ბერძნულიდან ევროპული მსოფლმხედველობის მემკვიდრეობითობისა და ამ მსოფლმხედველობის შეცვლის გზებს.
სიკეთისა და ბოროტების მიღმა
„სიკეთისა და ბოროტების მიღმა“ (Jenseits von Gut und Böse: Vorspiel einer Philosophie der Zukunft) ნიცშეს შემოქმედების ყველაზე დაძაბულ და ბობოქარ პერიოდს უსწრებს წინ, რომელშიც მან კაცობრიული ისტორიის ფილოსოფიურ შედეგებს მოუყარა თავი და XX საუკუნის სოციალური და სულიერი კატაკლიზმები იწინასწარმეტყველა. ამ წიგნში, რომლის ქვესათაურია „პრელუდია მომავლის ფილოსოფიისთვის“ (არცთუ უსაფუძვლოდ), დიდმა მოაზროვნემ მრავალი მოვლენა განჭვრიტა: ევროპული სულიერების დეკადანსი, მასების ჩამოყალიბება, როგორც ანგარიშგასაწევი ძალისა, პიროვნების ნიველირება საყოველთაო თანასწორობის იდეის ქვეშ, ბრძოლა სამყაროული ბატონობისათვის და ტოტალიტარიზმი, როგორც ევროპის დემოკრატიზაციის შედეგი. აქ ის უარყოფს მორალურ დოგმატიზმს, ვარაუდს, რომ არსებობს ერთადერთი მორალური ჭეშმარიტება და ერთადერთი მორალური კოდექსი, რომლის მიხედვით უნდა იცხოვროს ადამიანმა.
ჭეშმარიტი მორალურობა, ნიცშეს აზრით, ისაა, რომელსაც ინდივიდი საკუთარი თავისთვის მოიპოვებს ცდის, კითხვისა და შეცდომების დაშვების მტკივნეული პროცესის გავლით. მხოლოდ ტანჯვით საკუთარი ღირებულებების მოსაპოვებლად, საკუთარი ინდივიდუალური ჭეშმარიტებისა, შეუძლია ადამიანს ჭეშმარიტი მორალურობის მოპოვება.
ეს წიგნი არის მოწოდება მორალური თავისუფლებისკენ. – მთ. ვახტანგ გორგიშელი.







