კომპლექტი: შეხვედრები შესანიშნავ ადამიანებთან / ცხოვრება რეალურია მხოლოდ მაშინ, როცა „მე ვარ“ / გრძნეულთა ბრძოლა
99 ₾ Original price was: 99 ₾.69 ₾Current price is: 69 ₾.
მიწოდება: რეგიონი 9 ლარი.
მიწოდება – 3-4 სამუშაო დღე.
თბილისი – 6 ლარი. მიწოდება – შემდეგი სამუშაო დღე.
შეკვეთების გაფორმება –
14:00-მდე, შაბათს 12:00-მდე.
უფასო მიწოდება გულისხმობს უფასო მიწოდებას თბილისში,
რეგიონებში კი 4 ლარად მიწოდებას ნაცვლად 9 ლარისა.
წიგნის ანოტაცია
შეხვედრები შესანიშნავ ადამიანებთან
„შეხვედრები შესანიშნავ ადამიანებთან“ წარმოადგენს ერთგვარ რემინისცენციას მრავალი „შესანიშნავი ადამიანის“, მათ შორის საკუთარი მამისა, რომელთაც ავტორი თავისი ცხოვრების განმავლობაში შეხვდა. ტექსტში ვრცლად არის აღწერილი მათი წვლილი გურჯიევის პიროვნების განვითარებასა და ჩამოყალიბებაში. საგულისხმოა, რომ ავტორი თითოეულ მათგანს გამოარჩევს განსაკუთრებული გონებით, ნიჭით, სამართლიანობისა და მიმღებლობის უნარით.
წიგნი, რომელსაც ავტორი „გონების ვარჯიშს“ უწოდებდა, არის ავტობიოგრაფიული. მასში სიუჟეტურად თხრობის განვითარება გიორგი გურჯიევის ცხოვრებისეული, ბიოგრაფიული ეპიზოდების თანმიმდევრულია. თუმცა, არსებობს ეჭვი, რომ წინამდებარე ტექსტში აღწერილი „შეხვედრების“ არაერთი ეპიზოდი გამოგონილია და სიმბოლურ ხასიათს ატარებს.
ცხოვრება რეალურია მხოლოდ მაშინ, როცა „მე ვარ“
გიორგი გურჯიევის სათაურად გამოთქმული ეს სიტყვები ღრმა ფილოსოფიურ მნიშვნელობას ატარებს. ამ გამონათქვამში „ვარ“ აღნიშნავს ცნობიერ მდგომარეობას, როდესაც ადამიანი სრულად ფხიზლად არის, თვითშემეცნებაშია და შიგნით ცხოვრობს. გურჯიევი გვასწავლის, რომ უმეტესობა ავტომატურად, მექანიკურად ცხოვრობს, ცნობიერების გარეშე. რეალური ცხოვრება იწყება მაშინ, როცა ადამიანი „იღვიძებს“, ანუ იძენს შინაგან თავისუფლებას და კონტროლს საკუთარ თავზე. მხოლოდ ამ მდგომარეობაში არის შესაძლებელი ჭეშმარიტი აღქმა, განვითარება და ზნეობრივი ზრდა. წინამდებარე ფრაზა მოგვიწოდებს, გავიცნობიეროთ თავი და გამოვფხიზლდეთ ყოველდღიური უგრძნობი მდგომარეობიდან, რადგან მხოლოდ ასეთ მყოფობაში („ვარ“) ცხოვრობს ჭეშმარიტად რეალური სიცოცხლე.
გრძნეულთა ბრძოლა
გამოცემა აერთიანებს გიორგი გურჯიევის ორ ტექსტს „გრძნეულთა ბრძოლა და „მომავალი სიკეთის მაუწყებელი“.
პიესა „გრძნეულთა ბრძოლა“ – ძირითადად გადმოგვცემს თეთრი და შავი მაგიის ურთიერთგანსხვავებებსა და მსგავსებას: ავტორი ამ მაგიათა მნიშვნელობებსა და მახასიათებლებს, როგორც იდეებს სიკეთისა და ბოროტების, სინათლისა და სიბნელის შესახებ, ააშკარავებს და გამოსახავს ფიზიკური, საგნობრივი ენით…
„მომავალი სიკეთის მაუწყებელი“ – ეს მოცემული ტექსტი ფაქტობრივად ავტობიოგრაფიული ხასიათისაა, სადაც გურჯიევი მოგვითხრობს თავისი ცხოვრების კონკრეტულ დეტალებს, მის მიერ დაარსებული ინსტიტუტის გარშემო დატრიალებულ მოვლენებს, პირად დამოკიდებულებებს სხვადასხვა საკითხის მიმართ და მკითხველისადმი მიმართვებს გარკვეული რჩევების სახით.








