წიგნი გვიყვება, თუ როგორ მიაღწიეს ქართველებმა, სსრკ-ს მოსახლეობის ორიოდე პროცენტმა, ჯერ პოლიტიკურ ძალაუფლებას, ხოლო შემდეგ მნიშვნელოვან კულტურულ და ეკონომიკურ წარმატებას. რას ეფუძნება საბჭოთა კავშირში „კარგად ცხოვრების“ ნარატივი, როგორ გახდა ქართული სამზარეულო საყოველთაოდ ცნობილი და საიდან მოდის ქართველების თვით-ეგზოტიზაციის ვნება?
პასუხების ძიებაში ერიკ რ. სკოტი მიმოიხილავს საბჭოთა იმპერიალიზმისა და ქართველების, როგორც „შიდა დიასპორის“, ურთიერთობას და იმ ფაქტორებს, რომლებიც ცენტრსა და სამხრეთულ რესპუბლიკას შორის რთულ და მრავალგანზომილებიან ურთიერთობას განაპირობებდა.