კომპლექტი: ყოველდღიური ცხოვრების ფსიქოპათოლოგია / ეგო და Id
52 ₾ Original price was: 52 ₾.34 ₾Current price is: 34 ₾.
გაზიარება:
მიწოდება:
რეგიონი 9 ლარი.
მიწოდება – 3-4 სამუშაო დღე.
თბილისი/რუსთავი 5 ლარი.
მიწოდება – შემდეგი სამუშაო დღე.
შეკვეთების გაფორმება –
14:00-მდე, შაბათს 12:00-მდე.
წიგნის ანოტაცია
ყოველდღიური ცხოვრების ფსიქოპათოლოგია:
წინამდებარე წიგნი წარმოადგენს ფსიქიკური აქტივობების განმაპირობებელ მიზეზთა კვლევას. ქმედებები, რომლებსაც ჩვენი გონება გააზრებულად თუ უნებლიედ ასრულებს, სინამდვილეში ქვეცნობიერის მიერ განხორციელებული იმპულსით არის განპირობებული. ყოველდღიური ცხოვრების ჩვეული პროცესები წარმოადგენს დათრგუნული დომინანტი მოტივების გამოხატულებას. ამიტომ, ჩვენ მიერ შესრულებულ ყოველ ქმედებას თავისი გამომწვევი მიზეზი აქვს და ის ვერ იქნება შემთხვევითი. განხორციელებული აქტების ესა თუ ის მიზეზი ჩვენს ქვეცნობიერშია და მიზეზთა ძიებაც მისი გამოკვლევით არის შესაძლებელი.
ეგო და Id:
წინამდებარე წიგნში წარმოდგენილია ზიგმუნდ ფროიდის ორი უმნიშვნელოვანესი ტექსტი, რომელიც შინაარსობრივად არის ერთმანეთს დაკავშირებული – „სიამოვნების პრინციპს მიღმა“ და „ეგო და Id“.
„სიამოვნების პრინციპს მიღმა“ ფროიდის ერთ-ერთი საკვანძო ნაშრომია, რომელიც გარდამავალ პუნქტს წარმოადგენს ფსიქიური აპარატის პირველი მოდელიდან (ცნობიერება / წინარეცნობიერი / არაცნობიერი) მეორე მოდელისკენ (ეგო / Id / ზე-ეგო), ასევე მასში პირველად არის წამოჭრილი კითხვა აკვიატების ბუნების, ფსიქოლოგიური ტრავმის დაბრუნების გარდაუვალობისა და სიკვდილისკენ ლტოლვის არსებობის შესახებ.
მისი ნაშრომის, „ეგო და Id“ (1923), თანახმად, ფსიქიკა სამი ნაწილისგან შედგება: ეგოს, Id-ის და ზე-ეგოსგან, რომლებიც ჩვენი ცხოვრების განსხვავებულ ეტპებზე ვითარდებიან. ეს გახლავთ სისტემები და არა თავის ტვინის ნაწილები, მათ ფიზიკური გარსი არ გააჩნიათ.
წინამდებარე წიგნში წარმოდგენილი ორი ტექსტის გავლენა ფსიქოანალიზის განვითარებაზე უდიდესია და, მიუხედავად იმისა, რომ მათი შექმნიდან თითქმის ასი წელიწადია გასული, ისინი კვლავ რჩება ამ სფეროს ფუძემდებლურ ნაშრომებად.










