„ბჰაგავად გიტა“ კაცობრიობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წიგნია. მსოფლიოს გამოჩენილი მოაზროვნეები მას „კაცობრიობის წმინდა წერილსა“ და „ადამიანის ბიბლიას“ უწოდებენ. ინდოეთში გავრცელებული აზრით, მასში თავს იყრის და მთელი სისავსით ვლინდება ძველი ინდური ფილოსოფიის ყველა მიმართულება. ევროპა მას 1785 წელს გაეცნო. დღეს ევროპულ ენებზე „გიტას“ ასეულობით თარგმანი არსებობს. მან ბევრ დიდ შემოქმედზე იქონია უდიდესი გავლენა. „გიტას“ სიღრმითა და მშვენიერებით აღტაცებულნი იყვნენ: მაჰატმა განდი, რაბინდრანათ თაგორი, იოჰან ვოლფგანგ გოეთე, ფრიდრიხ ჰეგელი, არტურ შოპენჰაუერი, ალბერტ აინშტაინი…
განმარტებანი, რომლებიც თარგმანს ერთვის, წარმოდგენას შეგიქმნით არა მხოლოდ „ბჰაგავად გიტას“, არამედ ჰინდუიზმის – ამ მეტად საინტერესო და რთული საზოგადოებრივ-რელიგიური სტრუქტურის საფუძვლების შესახებაც.
წიგნს ასევე ერთვის: მთარგმნელის გამოკვლევა. სტატიები – 1. სვამი ჩინმაიანანდა – ბჰაგავად გიტა და მაჰაბჰარატა, 2. ლუის ფიშერი – ბჰაგავად გიტა და მაჰატმა განდი / ბჰაგავად გიტას კოსმოლოგია / ბჰაგავად გიტა და ომი, 3. სვამი ვივეკანანდა – ლექციები გიტას შესახებ / გიტა / კრიშნა / ფიქრები გიტაზე, 4. შრი აურობინდო – სწავლების არსი.
თარგმანი შესრულებულია სანსკრიტული ენიდან.
პოეტური თარგმანი.