იესოს ქცევა სამყაროს მიმართ

ერთ-ერთი თავი გ.ვ.ფ. ჰეგელის წიგნიდან „იესოს ცხოვრება“.

იესოს ქცევა სამყაროს მიმართ (სიძულვილი მისდამი)

სიყვარული ა) შემოიფარგლება მცირეოდენით, ბ) არის აქტიური. ქრისტიანები ერთმანეთთან… ქონების გაუქმება… ქალთა ერთობა… ჭამა-სმა… ლოცვა, არა ფუსფუსი… ამრიგად, მორწმუნენი და შეყვარებულნი გაერთიანებულნი არიან მხოლოდ ცნებით; სხვები კი სასიცოცხლოდ გაერთიანებულნი არ არიან თავიანთ ღმერთში.

იესოს ბედისწერა… ცხოვრებისეული ურთიერთობების უარყოფა: ა) სამოქალაქო, მოქალაქეობრივი; ბ) პოლიტიკური; გ) სხვა ადამიანებთან თანაარსებობა… ოჯახი, ნათესავები, საკვები…იესოს ურთიერთობა სამყაროსთან ნაწილობრივ გაქცევა გახლდათ, ნაწილობრივ რეაქცია, ნაწილობრივ ბრძოლა მის წინააღმდეგ. სანამ იესო არ შეცვლიდა სამყაროს, მას ამ უკანასკნელისგან გაქცევა მოუწევდა.

ღვთისგან შთაგონებული კაცის, რომელსაც ბრძენი ადამიანები ფანატიკოსს უწოდებენ, გამბედაობითა და რწმენით ებრაელ ხალხში გამოჩნდა. იგი მხოლოდ საკუთარი სულით ჩანდა; სამყარო მის წინაშე ისეთი იყო, როგორიც უნდა ყოფილიყო, და პირველი ურთიერთობა, რომელიც მასთან დაამყარა, გახლდათ ცვლილებისკენ მოწოდება. მან დაიწყო მოხმობით: შეიცვალეთ, რადგან ღვთის სამეფო ახლოსაა. სიცოცხლის ნაპერწკალი რომ ჩამქვრალიყო ებრაელებში, მას შებერვის სუნთქვა დასჭირდებოდა, რომ აალებულიყო ცეცხლად, რომელიც დაწვავდა მათ ყველა სავალალო ტიტულსა და პრეტენზიას. უფრო სუფთა რაღაცების მიმართ მოთხოვნილება რომ ჰქონოდათ, მათი მოუსვენრობისა და რეალობისადმი უკმაყოფილების ფონზე იესოს მოწოდება მათში იპოვიდა რწმენას, და ეს რწმენა მოიტანდა იმას, რისაც იმ მომენტში სჯეროდათ. მათი რწმენით, ღვთის სამეფო იარსებებდა. იესო სინამდვილეში მხოლოდ ამგვარად აღნიშნულ სიტყვებს თუ ეტყოდა მათ გულებში განუვითარებელ და არაცნობიერ დამოკიდებულებას; ხოლო სიტყვის აღმოჩენით, საჭიროების შეგნებით ხსენებული კავშირები გაქრებოდა; მხოლოდ მკვდარი სიცოცხლის რხევები გამოჩნდებოდა ძველი ბედისწერიდან და ახალი აღმოცენდებოდა. ასე იყო თუ ისე, ებრაელებს სურდათ რაღაც განსხვავებული, რაც ადრეც არსებობდა, მაგრამ ისინი ზედმეტად ტკბებოდნენ მონობის სიამაყით იმისათვის, რომ ეპოვათ ის, რასაც ეძებდნენ იესოს მიერ შემოთავაზებულში. მათი რეაქცია და პასუხი, რომლებიც მათმა გენიამ გამოავლინა იესოს მოწოდებისად, ძალიან უწმინდურ ყურადღებას წარმოადგენდა. რამდენიმე სუფთა სულითა და განათლების მიღების სურვილით ამოძრავებულნი შეუერთდებოდნენ მას..? დიდი კეთილგანწყობით, სუფთა ენთუზიასტის რწმენით, იესომ მიიღო მხოლოდ და მხოლოდ მათი ლტოლვა კმაყოფილი გონებისკენ, მათი სწრაფვა [ფარისევლური] სრულყოფილებისკენ – უარი ზოგიერთი წინა მდგომარეობის მოშლაზე, რომლებიც ძირითადად არ გახლდათ დიდად ბრწყინვალე, თავისუფლებისა და განკურნებულ ანდაც ძლეულ ხვედრზე; რადგან მათი გაცნობის შემდეგ მალევე მიიჩნია, რომ ისინი ქმედუნარიანნი არ იყვნენ, მისი ხალხი კი მზადყოფნას აცხადებდა, მიჰყოლოდნენ ღვთის სამეფოს უფრო ფართოდ გაცხადების პერსპექტივას. მან თავისი მოწაფეები წყვილ-წყვილად გაგზავნა მთელ ქვეყანაში, რათა მოცემული მოწოდება გაძლიერებულიყო; მაგრამ ღვთაებრივი სული არ ლაპარაკობდა მათ ქადაგებებში; გაცილებით ხანგრძლივი ურთიერთობის შემდეგ, ისინი ძალიან ხშირად ავლენენ პატარა, სულ მცირე, უწმინდურ სულს, რომლის მხოლოდ რამდენიმე კიდურს თუ შეეღწია ღვთაებრივში. მათი მთელი მითითება, გარდა უარყოფითი ასპექტებისა, ღვთის სამეფოს მოახლოების გამოცხადება იყო. მალე ისინი კვლავ იესოს გარშემო შეიკრიბებიან, თუმცა კი მისდამი იმედისა და მოციქულობის ნაყოფი ვერავითარი ჩანს.

გულგრილობა, რომლითაც მის მიმართვებს იღებდნენ, მალე სიძულვილში გადაიზარდა, რის შედეგადაც მასზე სულ უფრო და უფრო მზარდი სიმწარე იგრძნობოდა თავისი ეპოქისა და ხალხის მხრიდან, განსაკუთრებით მათ მიერ, ვისშიც კუთვნილი ეროვნული სული ყველაზე ძლიერად და ვნებიანად ბინადრობდა – ფარისევლებისა და ხალხის წინამძღოლების მიერ. მისი ტონი არ არის მათთან შერიგების, ისევე, როგორც მათი სულების დაზიანების მცდელობა, არამედ მათი სიმწარის ყველაზე სასტიკი აფეთქება და ამოხეთქვაა, მათი მტრული სულისკვეთების გამოვლენა. იგი მათ წინააღმდეგ არც კი მოქმედებს მშვიდობის დამყარების შესაძლებლობის რწმენით. თუ მათი მთელი ხასიათი წინააღმდეგობას უწევდა, მას არ შეეძლო, როდესაც რელიგიურ საკითხებზე საუბრის შანსი მიეცემოდა, უარყოფისა და მითითების მოლოდინები გამოემჟღავნებინა. ის მათ მხოლოდ ad hominem1 არგუმენტებით აჩუმებს; მათ წინააღმდეგ გამოთქმული ჭეშმარიტებით სხვა დამსწრეებს მიმართავს. ჩანს, მოწაფეების მასთან დაბრუნების შემდეგ (მათე 12) თავის ხალხს დაშორდა და იგრძნო, რომ ღმერთი მხოლოდ უბრალო ადამიანს ეცხადება, ახლა კი მხოლოდ ინდივიდებზე მოქმედებით შემოიფარგლება და თავისი ერის ბედს ხელუხლებლად ტოვებს, მისგან იზოლირდება.

რაკი ყველაფერი, სიცოცხლის ულამაზესი ფორმებიც კი, შებილწული იყო, იესოს არ შეეძლო არცერთ მათგანთან ურთიერთობა. ღვთის სამეფოში არ შეიძლებოდა ყოფილიყო ურთიერთობა გარდა იმისა, რაც თავად სილამაზისა და თავისუფლებიდან მომდინარეობს. მისი ხალხის ცხოვრებისეული პირობები კანონებისა და ეგოისტური სულისკვეთების მონობის ქვეშ იყო. როგორც ჩანს, ის არ ელოდა, რომ გენერალი თავისი ებრაული რასისგან უღელს მოიხსნიდა, და შესაფერისად განჭვრიტა ბრძოლა წმინდანებსა და უწმინდურებს შორის, რა ყოველივესიც ეშინოდა კიდეც. ‘მე არ მოვედი, – ამბობს იგი, – რათა მშვიდობა მომეცა დედამიწაზე, არამედ მახვილი მოვიტანე. მოვედი იმისათვის, რომ შვილი მამის წინააღმდეგ აღდგეს’2.

შენიშვნები:

1. აქ: პიროვნებისაკენ მიმართული (ლათ.).

2. (ინტ.) მათეს სახარება 10:34-35.

Scroll to Top