გ.ვ.ფ. ჰეგელის იესოს ცხოვრება (1795) წარმოადგენს ერთგვარ ფილოსოფიურ ესსეს, სადაც იესო წარმოდგენილია არა როგორც ზეციური მხსნელი, არამედ როგორც მორალური მოძღვარი, რომელიც განასახიერებს გონებას, თავისუფლებასა და შინაგან რწმენას. ავტორი იესოს უპირისპირებს „პოზიტიურ რელიგიას“ – ფარისეველთა კანონმდებლობით გაჯერებულ რწმენას – და ქადაგებს გულიდან მომდინარე მრწამსს, რომელიც ეფუძნება მორალურ ავტონომიასა და უნივერსალურ სიყვარულს.
სასწაულები ჰეგელისათვის მეტაფორულია – ისინი გამოხატავენ ეთიკურ ჭეშმარიტებებს და არა ზებუნებრივ მოვლენებს. იესოს სწავლება ხაზს უსვამს ინდივიდისა და უნივერსალური მორალური კანონის ერთობას. ტექსტი მთავრდება ჯვარცმით, რა ყოველივეც ხაზს უსვამს ჰეგელის ინტერესს ისტორიული ცნობიერების მიმართ თეოლოგიური დოქტრინის საპირწონედ.
ნაწარმოები გახლავთ ჰეგელის ადრეული მცდელობა, შეარიგოს რწმენა და გონება, მითი და მორალი, პირადი სინდისი და საზოგადოებრივი ნორმები.
წიგნი ითარგმნა გერმანული ენიდან.