გამომცემლობა carpe diem გთავაზობთ ძველი ბერძნული პროზის დიდოსტატის, ათენელი ისტორიკოსის ქსენოფონტის ორი ფილოსოფიური – ეგრეთ წოდებული „სოკრატული“ – თხზულების ქართულ თარგმანს.
„მოგონებებში სოკრატეზე“ ავტორი ეყრდნობა დიდი ბერძენი ფილოსოფოსის სოკრატეს მოძღვრებას და თავის ფილოსოფიურსა და პოლიტიკურ მრწამსს გადმოგვცემს. თხზულების ძირითადი მიზანია სოკრატეს დაცვა იმ ბრალდებათაგან, რომელთა საფუძველზეც მას ათენის სასამართლომ სიკვდილი მიუსაჯა.
„სოკრატეს აპოლოგიაში“ გადმოცემულია ათენის სამსჯავროში სოკრატეს მიერ წარმოთქმული სიტყვის შინაარსი.