კომპლექტი: სტალინი – დიქტატორის ახალი ბიოგრაფია / სტალინთან ურთიერთობის ეპიზოდები

ავტორი: ავტორთა ჯგუფი

Original price was: 54 ₾.Current price is: 43 ₾.

გამომცემლობა: არტანუჯი
გამომცემელი:
მთარგმნელი: ...
რედაქტორი:
დიზაინერი:
კორექტორი:

გაზიარება:

Facebook
Instagram
კარტეგორია: სხვადასხვა
ISBN: ......
ფორმატი: ......
წელი: 2015/22
ყდა: ...
წონა: 1.120
გვერდები: 750

მიწოდება:

რეგიონი 9 ლარი.
მიწოდება – 3-4 სამუშაო დღე.

თბილისი/რუსთავი 5 ლარი.
მიწოდება – შემდეგი სამუშაო დღე.

შეკვეთების გაფორმება –
14:00-მდე, შაბათს 12:00-მდე.

წიგნის ანოტაცია

სტალინი – დიქტატორის ახალი ბიოგრაფია:

საბჭოთა ხანის ერთ-ერთი საუკეთესო მცოდნისა და მკვლევრის მიერ უკიდურესად საინტერესოდ დაწერილი ეს ბიოგრაფია სტალინის ცხოვრებას ფეხდაფეხ მიჰყვება და იმ სისხლიან კვალსაც ცხადად გვიჩვენებს, რაც მისმა დანაშაულებრივმა მმართველობამ საბჭოთა იმპერიასა და მსოფლიოს დაამჩნია.

„ავტორის ხმა მძაფრად, ავტორიტეტულად, თავდაჯერებულად ჟღერს; სტალინის ეს ბიოგრაფია შეიძლება ყველა ენაზე დაწერილ ბიოგრაფიებს შორის საუკეთესოდ მივიჩნიოთ. ხლევნიუკი საოცრად სისხლსავსედ აცოცხლებს პირველადი და მეორადი წყაროებიდან მოპოვებულ მასალას“. Martin Mccauley East-West Review

„ისტორიოგრაფიული და ლიტერატურული შედევრი, რომელიც უდაოდ ათწლეულების განმავლობაში შეინარჩუნებს სტალინის კლასიკური ბიოგრაფიის სტატუსს“. Mark Edele Australian Book Review

„შესანიშნავია… ძალზე ინფორმაციული და სავსებით დამაჯერებელი… [ხლევნიუკი] ისეთ დეტალებზე ამახვილებს ყურადღებას, რომ საბოლოოდ ძალზე ზუსტი და სრული პორტრეტი წარმოგვიდგება“. Robert Legvold Foreign Affairs

„ბიოგრაფია, რომელსაც ადვილად ითვისებ და რომელიც აღმოჩენებითაა სავსე. თუკი წელს მხოლოდ ერთი ბიოგრაფიის წაკითხვას აპირებთ, ეს საუკეთესო არჩევანი იქნება“. Paul E. Richardson Russian Life Magazine

სტალინთან ურთიერთობის ეპიზოდები:

„მამაჩემი კანდიდ ჩარკვიანი 14 წლის მანძილზე, 1938‑იდან 1952 წლამდე ხელმძღვანელობდა საქართველოს კომუ­ნისტური პარტიის ცენტრალურ კომიტეტს და რეგულარულად ხვდებოდა სტალინს სხვადასხვა ვითარებაში. თავის საფუძვლიან მემუარულ ნაშრომში „განცდილი და ნააზრევი“ იგი მოგვითხრობს მისი დროის საბჭოთა საქართველოს ცხოვრების ყველა ასპექტის შესახებ და დეტალურად აღწერს სტალინთან შეხვედრების არაერთ მნიშვნელოვან ეპიზოდს.

ამ წიგნში თავმოყრილია ფრაგმენტები კანდიდ ჩარკვიანის მემუარებიდან, რომლებიც ყველაზე სრულად ახასიათებენ სტალინის რთულ და წინააღმდეგობრივ პიროვნებას მიუხედავად ორთოდოქსი მარქსისტი ავტორის აშკარა სიმპათიისა იოსებ სტალინისა და კომუნისტური წყობის მიმართ, მკითხველი უთუოდ შეიგრძნობს იმ სუსხიან ატმოსფეროს, რომელიც სუფევდა ზეცენტრალიზებულ, ერთი ადამიანის ნებას ტოტალურად დამორჩილებულ სახელმწიფოში“. (გელა ჩარკვიანი)

გარეკანზე გამოყენებულია ცნობილი ქართველი მხატვრის – უჩა ჯაფარიძის მიერ პასტელით შესრულებული სტალინის პორტრეტი, რომელიც მან კანდიდ ჩარკვიანს 1947 წელს აჩუქა. პორტრეტი წლების განმავლობაში ეკიდა ჩარკვიანის სამუშაო ოთახში და დღეს ინახება მის პირად არქივში.

წიგნში შესულია კანდიდ ჩარკვიანის მიერ სტალინისადმი 1949 წლის დეკემბერში მიწერილი ბარათი საბჭოთა ენათმეცნიერების მდგომარეობის თაობაზე. წერილის არშიებზე ყავისფერი ფანქრით გაკეთებული შენიშვნები ეკუთვნის იოსებ სტალინს. ეს ბარათი დაედო საფუძვლად გახმაურებულ დისკუსიას ენათმეცნიე­რების საკითხებზე. იბეჭდება პირველად.

ავტორის წიგნები

კრიმინოლოგია
უფასო მიტანა
ავტორთა ჯგუფი
ფილოსოფია
უფასო მიტანა
ავტორთა ჯგუფი
Scroll to Top