კომპლექტი: სიცრუის ფენომენი / ტყუილის ანატომია / ზემოქმედების ფსიქოლოგია
88 ₾ Original price was: 88 ₾.68 ₾Current price is: 68 ₾.
გაზიარება:
მიწოდება:
რეგიონი 9 ლარი.
მიწოდება – 3-4 სამუშაო დღე.
თბილისი/რუსთავი 5 ლარი.
მიწოდება – შემდეგი სამუშაო დღე.
შეკვეთების გაფორმება –
14:00-მდე, შაბათს 12:00-მდე.
წიგნის ანოტაცია
სიცრუის ფენომენი:
წიგნი აღწერს, როგორ განსხვავდება ტყუილი ფორმებით და სხვა სახის დეზინფორმაციისგან, ის განიხილავს, თუ როგორ შეუძლია ადამიანის სხეულის ენას, ხმას და სახის გამომეტყველებას სიცრუის გამოვლენა, მაგრამ ამავე დროს ძალუძს მოატყუოს თავად სიცრუის გამოვლენის ოსტატები, მათ შორის ისინიც, ვისაც მივაწერთ სიცრუის ამოცნობის უნარს – მოსამართლეები, იურისტები, პოლიციელები, სიცრუის დეტექტორის ოპერატორები, ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს აგენტები და სხვები, ისინი ვერ აჩვენებენ უკეთეს შედეგებს სიცრუის გამოვლენის ტესტებში, ფაქტობრივად ვერ სცდებიან შემთხვევითობას და დგანან რიგითი მოქალაქეების დონეზე.
წიგნი განკუთვნილია ყველასთვის, ვინც დაინტერესებულია ტყუილის გამჟღავნებით: პოლიტიკოსებისა და ბიზნესმენებისათვის, ექიმებსა და იურისტებისათვის, ფსიქოლოგებისათვის, მასწავლებლებისათვის, მენეჯერებისათვის, დიასახლისებისათვის – ყველა მათთვის, ვისაც არ სურს, გახდეს მოტყუებისა და ფსიქოლოგიური მანიპულაციების მსხვერპლი პროფესიულ და პირად ცხოვრებაში.
ტყუილის ანატომია:
კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში ადამიანი ყოველთვის და ყველგან იტყუებოდა. თითოეული მათგანი არაერთხელ მოუტყუებიათ და თითოეულს არაერთხელ გვითქვამს ტყუილი. ვატყუებთ მეგობრებსა და ოჯახის წევრებს, ნაცნობებსა და თანამშრომლებს, მტრებსა და მოშურნეებს; და ცხადია, ისინიც გამუდმებით გვატყუებენ. ზოგი ტყუილი კეთილი ზრახვებით არის ნაკარნახები, ზოგი – ზრდილობით, ზოგიც – ანგარებით. ტყუილი შეჭრილია საზოგადოებრივი ურთიერთობების ყოველ შრეში, საზოგადოების ნებისმიერ ჯგუფში. დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ ის ადამიანის თანმდევი ფენომენია. სწორედ ამ ფენომენის სხვადასხვა მხრიდან დანახვა არის წინამდებარე წიგნის მიზანი.
ზემოქმედების ფსიქოლოგია:
სასწავლო დამხმარე სახელმძღვანელოში გახსნილია გავლენის, ზემოქმედებისა და ფსიქოლოგიური ზემოქმედების ცნებების თანაფარდობა უცხოელი ფსიქოლოგების შრომების ანალიზის საფუძველზე. გარდა ამისა, მოცემულია ტექნოლოგიების მახასიათებლები, მეთოდები და ფსიქოლოგიური ზემოქმედების მიზნები, სამართალდამცავი ორგანოების სპეციფიკის გათვალისწინებით. ვლინდება ფსიქოლოგიური ზემოქმედების ძირითადი მექანიზმები. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მანიპულირებას, როგორც ფსიქოლოგიური ზემოქმედების ერთ-ერთ მეთოდს. აქცენტი კეთდება ამ პროცესთან დაპირისპირებაზე. თითოეულ თავში, სადისკუსიო კითხვების გარდა, მოიაზრება მოკლე პრაქტიკუმი.
სახელმძღვანელო მომზადებულია დისციპლინის „ზემოქმედების ფსიქოლოგიის“ პროგრამების, უმაღლესი განათლების ფედერალური სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად სპეციალობებში: სამსახურებრივი საქმიანობის ფსიქოლოგია, პედაგოგიკა და დევიანტური ქცევის ფსიქოლოგია, რათა ჩამოუყალიბოს სტუდენტებს მეცნიერული წარმოდგენები ზემოქმედების ფსიქოლოგიის შესახებ, გაუწიოს ინფორმაციული ფსიქოლოგიური დახმარება პროფესიული პრობლემების გადაჭრაში. სამიზნე აუდიტორია არის, სტუდენტები, უნივერსიტეტის პროფესორები, ასევე ყველა, ვინც დაინტერესებულია ამ საკითხით.











