წიგნის ანოტაცია
1913 წელს იტალიაში დაბადებული სამართალმცოდნე და ფილოსოფოსი ბრუნო ლეონი მეორე მსოფლიო ომის დროს, იატაკქვეშეთში ამერიკელ ჯარისკაცებს ეხმარებოდა და ევროპის თავისუფლებისთვის იბრძოდა. ის არის ჟურნალ „პოლიტიკოს“ დამაარსებელი და აქტიური მოქალაქე.
თავის სამართლის კონცეფციას ლეონი რომაულ და ანგლოსაქსურ სამართალზე დაყრდნობით აგებს. მისი იდეალი არის სამართალი, როგორც იურისტების მიერ პრეცედენტზე დაყრდნობილი ნორმის ინტერპრეტაცია.
მისი ბრწყინვალე ნაშრომი „თავისუფლება და კანონი“ მის სიცოცხლეში დიდ ბრიტანეთში გამოიცა, შემდეგ იტალიაში დაიბეჭდა და გამოსვლისთანავე ყურადღების ახალი ტალღა ააზვირთა. ნაშრომი უამრავ ენაზე ითარგმნა და ძალიან ხშირად ბესტსელერთა სიაშია. დასმულმა კითხვებმა და საკითხთა განხილვის წამოწყებამ, მნიშვნელოვანი გავლენა იქონია თავისუფლების მოაზროვნეებზე.
გამოცემა მომზადებულია ეკონომიკური თავისუფლების ინსტიტუტის, ახალი ეკონომიკური სკოლა – საქართველოს, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდ თავისუფლებისთვის – გერმანია და საქართველოს უნივერსიტეტის თანამშრომლობით.
ქრთულ ენაზე თარგმნეს თეონა ბითაძემ და აკაკი ცომაიამ.