წიგნის ანოტაცია
სულიერი მოაზროვნისა და მწერლის სერგეი ლაზარევის ბესტსელერი – საკმაოდ საინტერესო საკითხავი წიგნი გახლავთ, იგი ავტორის მდიდარი იდეებითა და სწავლებებითაა სავსე.
ამ თემატიკის ბოლო 30 წლიანი კვლევისა და შესწავლის შემდეგ, მოცემული ძლიერი და საინტერესო წიგნი ყველა საკვანძო კითხვაზე სცემს პასუხს, რომელიც ჩვენს ყოფიერებასა და ცხოვრების მიზანს ეხება, ასევე, გაიგებთ, თუ როგორ არის მოწყობილი და რომელი კანონების მიხედვით ვითარდება სამყარო.
წიგნში არსებული ტექსტები დამუხტულია ინფორმაციით – თუ როგორ უნდა შევცვალოთ ჩვენი ცხოვრება. მისი ფილოსოფია ითვალისწინებს იმას, თუ როგორ უნდა შეიცვალოს ადამიანის შინაგანი ბუნება და ქმედება სიყვარულის მეშვეობით. ეს არის თანამედროვე ფილოსოფოსის წიგნი და ის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ფსიქიკური კეთილდღეობის მიღების თვალსაზრისით, არამედ ჩვენი ემოციური მდგომარეობის გასაუმჯობესებლადაც.
წიგნი ეძღვნება იმ თემატიკას, რომლითაც დღეს ძალიან ბევრია დაინტერესებული. ის შეიცავს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გავიგოთ სულიერი სამყაროს კანონები და როგორ გავლენას ახდენენ ისინი მატერიალურ სამყაროზე, რასაც მოსდევს არამატერიალურ, სულიერ დონეზე გასვლის შესაძლებლობის შესწავლის საშუალებებიც.
ავტორი არა მხოლოდ გრძნობს ხალხის ბიოველს (სხვადასხვა დონეებზე), არამედ ისიც ესმის, თუ როგორ არის მოწყობილი არამატერიალური სამყარო, სულიერი თვალსაზრისით – ის არ შემოისაზღვრება ერთი ფორმულირებით, პირიქით, ავტორი ყოველმხრივ აღწერს ადამიანური აზრებისა და გრძნობების ფორმირების პროცესს, ასევე, პიროვნების განვითარებასა და ზეშესაძლებლობების ქონის საკითხს. თავის აღმოჩენებს ის იგავებითა და ფრაზებით აღწერს, რომელიც წმინდა ტექსტებიდან და სამეცნიერო ნაშრომების შემცველი ლიტერატურიდან გახლავთ ამოღებული.
თუკი ამ წიგნის მსგავს ლიტერატურას დროულად გაეცნობით, ის არა მხოლოდ სწორ გზაზე დაგვაყენებს, არამედ – განგვკურნავს კიდეც.
„კარმის დიაგნოსტიკა. ბიოველის თვითრეგულაციის სისტემა“ კურნავს.