წიგნის ანოტაცია
სასწავლო დამხმარე სახელმძღვანელოში გახსნილია გავლენის, ზემოქმედებისა და ფსიქოლოგიური ზემოქმედების ცნებების თანაფარდობა და უცხოელი ფსიქოლოგების შრომების ანალიზის საფუძველზე. გარდა ამისა, მოცემულია ტექნოლოგიების მახასიათებლები, მეთოდები და ფსიქოლოგიური ზემოქმედების მიზნები, სამართალდამცავი ორგანოების სპეციფიკის გათვალისწინებით. ვლინდება ფსიქოლოგიური ზემოქმედების ძირითადი მექანიზმები. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მანიპულირებას, როგორც ფსიქოლოგიური ზემოქმედების ერთ-ერთ მეთოდს. აქცენტი კეთდება ამ პროცესთან დაპირისპირებაზე. თითოეულ თავში, სადისკუსიო კითხვების გარდა, მოიაზრება მოკლე პრაქტიკუმი.
სახელმძღვანელო მომზადებულია დისციპლინის „ზემოქმედების ფსიქოლოგიის“ პროგრამების, უმაღლესი განათლების ფედერალური სახელმწილმფო საგანმანათლებლო სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად სპეციალობებში: სამსახურებრივი საქმიანობის ფსიქოლოგია, პედაგოგიკა და დევიანტური ქცევის ფსიქოლოგია, რათა ჩამოუყალიბოს სტუდენტებს მეცნიერული წარმოდგენები ზემოქმედების ფსიქოლოგიის შესახებ, გაუწიოს ინფორმაციული ფსიქოლოგიური დახმარება პროფესიული პრობლემების გადაჭრაში. სამიზნე აუდიტორია არის, სტუდენტები, უნივერსიტეტის პროფესორები, ასევე ყველა, ვინც დაინტერესებულია ამ საკითხით.