წიგნის ანოტაცია
წინამდებარე სახელმძღვანელოს ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ წარმოადგინოს თეორიული კვლევის ერთობ მნიშვნელოვანი და პროდუქტიული სფერო, მეცნიერების ფილოსოფიის ფუნდამენტური საფუძვლები, რომლის დაუფლების გარეშე შეუძლებელია გახდე ჭეშმარიტი მეცნიერი. მკითხველი გაეცნობა მეცნიერების თანამედროვე ფილოსოფიის ძირითად განყოფილებებს, რომლებიც მოიცავს ონტოლოგიას, გნოსეოლოგიას, მეთოდოლოგიას, მეცნიერების ლოგიკას, აქსიოლოგიას და ა.შ.
ნაშრომის თავისებურებაა ასევე ის, რომ ავტორი სისტემატურად წარმოადგენს საკუთარი ახალი მეცნიერების ფილოსოფიის საკითხებს. აქამდე მეცნიერების ფილოსოფია ჯერ კიდევ არ განიხილებოდა, როგორც სპეციალური სამეცნიერო კვლევის საგანი.
სახელმძღვანელო განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისთვის, მაგისტრანტებისთვის, პროფესორ-მასწავლებლებისთვის.