წიგნის ანოტაცია
წიგნში განხილულია ევროპული და აღმოსავლური ფილოსოფიის განვითარების ძირითადი ეტაპები, თანამედროვე ფილოსოფიური მეთოდოლოგიის, ონტოლოგიის, გნოსეოლოგიის, აქსიოლოგიის, ანთროპოლოგიის, სოციალური ფილოსოფიის, კულტურის ფილოსოფიის და სამართლის ფილოსოფიის პრობლემები. ანგლო-ამერიკული, ფრანგული, გერმანული თუ რუსული ფილოსოფიის უახლესი მიღწევების საფუძველზე წარმოდგენილია თანამედროვე ფილოსოფიური ცოდნის ჰოლისტიკური ხედვა. შინაარსის სიახლე და აქტუალობა ამ წიგნის გამორჩეული თვისებაა.
მკითხველს შეეძლება გაეცნოს ჩვენი დროის უდიდესი ფილოსოფოსების იდეებს, გახდეს რეალისტებისა და ანტირეალისტების, მოდერნისტებისა და პოსტმოდერნისტების, უნივერსალისტების და მულტიკულტურალისტების, ლიბერალების და კონსერვატორების და ა.შ. დისკუსიების მონაწილე. მკითხველი გაეცნობა პასუხებს, რომლებიც თანამედროვე ფილოსოფიას შეუძლია გასცეს კითხვებზე რეალობის ბუნების, ცოდნის შესაძლებლობებისა და საზღვრების შესახებ, ცნობიერისა და არაცნობიერის საიდუმლოებების, საზოგადოების არსისა და თანამედროვე კულტურის მნიშვნელობის შესახებ.
წიგნში წარმოდგენილია ასევე ქართული ფილოსოფიური აზრის განვითარების ისტორია, საქართველოში ფილოსოფიის განვითარების მთავარი ეტაპები, ძირითადი ტენდენციები და მისი ადგილი ქართული თუ მსოფლიო კულტურის ისტორიაში, რაც განსაკუთრებით საინტერესო იქნება ქართველი მკითხველისათვის.