წიანამდებარე ნაშრომი ზურაბ ხასაიას ხანგრძლივი ფილოსოფიური კვლევის შედეგია. მასში განზოგადებულია ეს შედეგები, დალაგებულია სისტემური სახით და გადმოიცემა მკითხველისთვის გასაგები, ცოცხალი და ნათელი სტილით. ასე მოექცა ნაშრომში ონტოლოგიის, ფილოსოფიური ანთროპოლოგიის, სოციალური ფილოსოფიის, ისტორიის ფილოსოფიის, გნოსეოლოგიის და ესთეტიკის საკვანძო საკითხები. ისენი განხილულია მოკლედ, მაგრამ არსებულად და პრობლემურად.