ედმუნდ ჰუსერლი – გერმანელი ფილოსოფოს-იდეალისტი, ტრანსცენდენტალური ფენომენოლიგიის ფუძემდებელი. მის გავლენას განიცდიდნენ კ. იასპერსი, მ. ჰაიდეგერი, ნ. ჰარტმანი, მ. შელერი, ჟ. პ. სარტრი, მ. მერლო-პონტი და სხვები. ოციანი წლების დასაწყისში ჰუსერლის სემინარების აქტიური მონაწილე იყო პროფ. კ. ბაქრაძე. ჰუსერლის კვლევის ცენტრი მრავალ ქვეყანაშია, არქივი და გამომცემლობა – ლუვენში.
წიგნი წარმოადგენს ფრაიბურგში წაკითხულ ლექციებს. „ამსტერდამული მოხსენებების“ ტექსტი შექმნილია 1927 წლის სექტემბრისა და 1928 წლის აპრილის მონაკვეთში. წიგნი წარმოადგენს შესავალს ფენომენოლოგიაში და მასში შეძლებისდაგვარად გასაგებ ენაზეა გადმოცემული ფენომენოლოგიის მნიშვნელობა.
წიგნში ასევე შესულია ედმუნდ ჰუსერლის სტატია – „ფენომენოლოგიის შესახებ“, რომელიც პირველად 1939 წელს გამოქვეყნდა. სტატიაში დასკვნის სახით წარმოდგენილია აზრი ფენომენოლოგოგიის, როგორც უნივერსალური მეცნიერების შესახებ. გარდა ამისა, დანართის სახით წიგნს ერთვის ტექსტში გამოყენებული ცნებებისა და ტერმინების განმარტება.