წიგნი გამოდის პროექტ „დარვინის“ ფარგლებში, რომლის ავტორები არიან ცოტნე ჯავახიშვილი და ზაალ კიკვიძე.
„თოფის სროლის, ძაღლებთან თამაშის და ვირთხების დევნის მეტი არაფერი გაინტერესებს – ასე თავსაც მოიჭრი და ოჯახსაც შეარცხვენ“.
მამა – 16 წლის ჩარლზს.
„კემბრიჯში გატარებული სამი წელი ჩემთვის... ისევე უაზროდ გაფლანგული დრო იყო, როგორც მანამდე – ედინბურგში და სკოლაში“.
ჩ.დ. ავტობიოგრაფია
„ჩემნაირი საშუალო შესაძლებლობების კაცისგან მართლაც გასაკვირია რომ მოვახერხე და საგრძნობი გავლენა მოვახდინე მეცნიერებზე და მათ შეხედულებებზე ზოგიერთ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით“.