წიგნის ანოტაცია
წიგნი გამოდის პროექტ „დარვინის“ ფარგლებში, რომლის ავტორები არიან ცოტნე ჯავახიშვილი და ზაალ კიკვიძე.
ეს წიგნი მითებისა და გამოგონილი ამბების გარეშე გვიამბობს, ვინ იყო ადამიანი, რომელმაც აზროვნების ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი აღმოჩენა გააკეთა – როგორ იპარავდა ხილს ბავშვობაში, როგორ ჩაგრავდა უფროსი და კაროლინა, რატომ არ უყვარდა სკოლა და საერთოდ სწავლა, განსაკუთრებით ლექციები, რა გავლენა მოახდინეს მეგობრებმა, მასწავლებლებმა და მეტოქეებმა, როგორი იყო მისი თვითშეფასება, რას ფიქრობდა საკუთარ მიღწევებზე...
ავტობიოგრაფიის პირველი გამოცემებიდან რამდენიმე ფრაგმენტი, სადაც დარვინის რელიგიური შეხედულებები და ქრისტიანობასთან მისი დამოკიდებულებაა აღწერილი, ამოღებული იყო ცოლის, ემა ვეჯვუდის დაჟინებული მოთხოვნით. ემას აზრით, ეს შეხედულებები შეურაცხმყოფელი იყო ოჯახის წევრების, მეგობრებისა და მსახურებისთვისაც კი.
ეს თარგმანი შესრულებულია საბოლოო და სრული გამოცემის მიხედვით.