წიგნში წარმოდგენილია სოფოკლეს ოთხი ტრაგედიის ქართული თარგმანი, რომელიც ძველი ბერძნულიდან შეასრულა გიორგი ხომერიკმა. მათგან თებეს ციკლის ტრაგედიები პირველად 1988 წელს გამოქვეყნდა და მას შემდეგ მათი რამდენიმე გამოცემა განხორციელდა. რაც შეეხება „ელექტრას“, იგი პირველად იბეჭდება მისი მთარგმნელის, გიორგი ხომერიკის უდროო გარდაცვალების (2015 წ.) შემდეგ. გიორგი ხომერიკმა თავის სიცოცხლეში მოასწრო გამოექვეყნებინა თარგმანები ანგლო-ამერიკული პოეზიიდან, დაებეჭდა ბერძენ და რომაელ ავტორთა თარგმანები, გამოეცა წიგნები და მრავალი პუბლიკაცია ძველ ბერძნულ და რომაულ მითო-რელიგიაზე. იგი ავტორია ათამდე პოეტური კრებულისა.