წიგნის ანოტაცია
ხოსე ორტეგა-ი-გასეტი – მე-20 საუკუნის ესპანელი მოაზროვნე, ფილოსოფოსი, სოციოლოგი.
ეს გამოცემა შედგება ხოსე ორტეგა-ი-გასეტის ორი დიდი ესეისგან, 1. ეტიუდები სიყვარულზე, 2. ფიქრები „დონ კიხოტზე“ (რა არის რომანი).
პირველ ესეი ეთმობა სიყვარულს, სიყვარულის ნიშნებს გამოგონილ სიყვარულს, სრულყოფილების სიყვარულს, სიყვარულის სხვადასხვაობას, არჩევანს სიყვარულში, სასიყვარულო ისტორიების რიგს, სიყვარულის ყოველდღიურ გავლენას, ჩვენს „შეცდომებს“ სიყვარულში, სასიყვარულო შერჩევას და ა.შ.
მეორე ესეი ეთმობა რომანის მნიშვნელობას სათაურით – ფიქრები „დონ კიხოტზე“, რომელსაც ავტორმა „მცირე ტრაქტატი“ უწოდა რომანზე, სადაც საუბარია რომანის ჟანრებზე, დამრიგებლურ რომანეზე, ეპოსზე, წარსულის პოეზიაზე, რაფსოდზე, სარაინდო რომანებზე, პოეზიასა და სინამდვილეზე, სინამდვილეზე როგორც მითის ფერმენტზე, რეალისტურ პოეზიაზე, მიმზე, ტრაგედიაზე, კომედიაზე, ტრაგიკომედიაზე და ა.შ.