გენიალური რუსი ფილოსოფოსის „მხატვრული ფორმის დიალექტიკა“ წარმოადგენს ფილოსოფოსის ზოგად ესთეტიკურ კონცეფციას, რომელიც მან შექმნა 34 წლის ასაკში. ნაშრომი გამოირჩევა ლოსევისეული სიღრმითა და დიაპაზონით, მაგრამ, ის ადვილი წასაკითხი არაა. თავად ლოსევი ბრძანებს თავის ნაწარმოებზე: „საკმაოდ მძიმე ნაშრომია... რომელიც ითხოვს შესწავლას“. მაგრამ, ვინც მას შეისწავლის, ჩვენი მხრიდან ვიტყვით, ის განასახიერებს ლათინურ გამოთქმას Per aspera ad astra (ეკლიანი გზით ვარსკვლავებისაკენ).
თავის ძირითად ნაშრომს ლოსევი ურთავს ღრმააზროვან შენიშვნებს, სადაც ფაქტობრივად წარმოდგენილია მთელი ევროპული ნააზრევი დიალექტიკურ ფილოსოფიასა და ესთეტიკის საკითხებზე. ამ დროს, ნაშრომს რაიმე ნიშანწყალიც არ გააჩნია არაობიექტურობისა და ნაციონალური მიკერძოების: მაშინ, როდესაც რუს ჩერნიშევსკის, „ჭკუათხელს“ უწოდებს, ამის პარალელურად იგი გერმანულ იდეალიზმსა და ბერძნულ ნეოპლატონიზმს გენიალურად მიიჩნევს.