სიმონ ხანინი თავისი ტექსტების ენობრივი ქარგით ქმნის მყიფე, გადღაბნილ რეალობას და მის გადმოსაცემად იყენებს შემთხვევითობას, პაუზებს, ორაზროვან ნიშნულებს, რომლებიც სხვადასხვა ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. პროტაგონისტი ხანინის ტექსტებში თითქმის მოუხელთებელია. ხშირად ის მაწანწალას გვაგონებს, რომელიც გაუგებარ სიტუაციებში ხვდება. ასეთი პერსონაჟის შესაქმნელად ავტორი სიტყვებით ჟონგლიორობს და მისი ტექსტებისთვის დამახასიათებელი ეს კომიზმი ხანდახან გვართობს კიდეც. მაგრამ მეორე მხრივ, გრძნობ, რომ ავტორი რაღაც მნიშვნელოვანს არ გეუბნება, რომ ამ კომიზმის უკან ტრაგიზმი იმალება.