წიგნში გაერთიანებულია მსოფლიოში ცნობილი ფსიქიატრის, ფსიქოლოგის და ფილოსოფოსის ერიხ ფრომის ორი შესანიშნავი ნაშრომი: „ნარცისიზმი, ინცესტი, ოიდიპოსის კომპლექსი“ და „სიზმრები და მათი ახსნა“.
ერიხ ფრომი თვლის, რომ ნარცისიზმი არაჯანსაღი ინსტიქტების კომპენსატორია, როცა ადამიანს არა აქვს გარე სამყაროსადმი ნამდვილი ინტერესი. ამის გამო ნარცისიზმის მატარებელი კონცენტრირდება მხოლოდ თავის თავზე, თავის ვიტალურ და ეგოისტურ მოთხოვნილებებზე და ინტერესებზე. ეს ყველაფერი, თვლის ერიხ ფრომი, იწვევს რაციონალური აზროვნების უნარის დაკარგვას და წინასწარი შეგონებების საფუძველზე მოქმედებას. ნარცისიზმი განსაკუთრებულად ვითარდება ადამიანებს შორის ერთობის დარღვევისას და მათში პათოლობიური ინდივიდუალიზმის განვითარებისას, ფრომმა შემოგვთავაზა თავისი ჰიპოთეზა ინცესტისა და ოიდიპოსის კომპლექსის შესახებ, რომელიც დეტალურადაა განხილული ამ წიგნში.
ნაშრომში „სიზმრები და მათი ახსნა“ ორიგინალურადაა განხილული სიზმრების ზუნება და მათი ახსნის ხელოვნება.