პირველად ქვეყნდება სეფიანთა სპარსეთში მცხოვრები მე-17 საუკუნის ქართველი მემატიანის ფარსადან გორგიჯანიძის „საქართველოს ცხოვრების“ სრული ტექსტი. გათვალისწინებულია წინამორბედების დაკვირვებები შემოთავაზებულ ტექსტზე, ახლებურად არის წარმოდგენილი საქართველოს ისტორიის ზოგიერთი გვერდი. მთელ რიგ საკითხებთან ერთად ყურადღებას იქცევს ბაგრატ V-ის გარდაცვალების თარიღი და თამარის მამიდასთან ურთიერთობის განსხვავებულად გააზრების შესაძლებლობა.